გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი გვარი: ლელა ხალდიანოვა 
საგანი:  ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო-8  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 8 
  გაკვეთილის თემა   
გაკვეთილის მიზანი:      მოსწავლემ შეძლოს სურათის აღწერა , დიალოგის მოსმენა- გაგება.მოსმენილი  დიალოგიდან ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ახალი დიალოგის შექმნა. თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების( countable and uncountable nouns) სწორდ გამოყენება წინადადებებში .




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
 გაკვეთილის თემის, მიზნების და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

დაფაზე იკვრება გაკვეთილის მიზანი. მოსწავლეებს  ვაცნობ რომ, ისინი შეფასდებიან განმავითარებელი   და განმსაზღვრელი შეფასებით.ვაცნობ შეფასების რუბრიკას.

¨      მოსწავლებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.



ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
2წთ
2
პროვოცირება.

სურათის აღწერა
მოსწავლეები უყურებენ სურათს და პასუხობენ კითხვებს
შეკითხვა:
Who are  in that  photo?( პასუხი:TERESA, DIANA AND PIERRE)
Where are they?(პასუხი: IN THE KITHEN

 წინასწარ გამზადებულ ფლიფჩარტზე  ამოწერილია სიტყვები, რომელთა ნაწილი გამოსახულია სურათზე. მოსწავლეებს ვუსვამ შეკითხვას:

Which of the given words can you see  in the photo?
 მოსწავლები რიგრიგობით  ფლიფჩარტზე გამოსახულ  სიტყვებთან  აღნიშნავენ იმ სიტყვებს რომლებიც გამოსახულია სურათზე.

რათა შევამოწმო თუ რამდენად სწორად ესმით სიტყვების მნიშვნელობა ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს? What is the difference between dishwasher and washing machine?  What is the difference between cup and glass?

.

¨      მოსწავლეები შეძლებენ სურათის აღწერას, ეცოდინებათ სიტყვების მნიშვნელობა  და მათი განსხვავებები


კითხვა -პასუხი
მთელი
კლასი
სურათი

ფლიფჩარტი
კომპიუტერი
 პროექტორი
5 წთ
3


დიალოგის მოსასმენად  მზადება
მოსწავლეებს ვთხოვ სურათზე დაყრდნობით ვარაუდი გამოთქვან თუ რის შესახებ იქნება დიალოგი .What does  Ruby think is good idea?
¨      მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს  და მოემზადებიან დიალოგის მოსასმენად.

კითხვა-პასუხი
ინდივიდუალურად
სახელმძღვანელო
3წთ
4



დიალოგის მოსმენა
მოსწავლეები ისმენენ დიალოგს.  დიალოგის დასრულების შემდეგ ვსვამ შეკითხვებს?
 რის შესახებ იყო დიალოგი?
What was a conversation about?(  პასუხი: It was about a barbeque party)  .
დაემთხვა თქვენი ვარაუდი?

¨       მოსწავლეები შეძლებენ გაანალიზონ დიალოგი და ისაუბრონ   დაემთხვა თუ არა მათი მოსაზრებები ინფორმაციას.
კითხვა-პასუხი
ინდივიდუალურად
კომპიუტერი
CD  დისკი
4 წთ
5



მოსასმენი დიალოგიდან ფაქტობრივ ინფორმაციას ამოკრება.
მოსწავლეები ხელმეორედ ისმენენ დიალოგს და სახელმძღვანელოში მოცემული შეკითხვებზე პასუხობენ.
¨      მოსწავლეები შეძლებენ დიალოგის სიღრმისეულ გაანალიზებას და კითხვებზე პასუხის გაცემას.
კითხვა-პასუხი
წყვილები
სახელმძღვანელო
6 წთ
6
 ახალი დიალოგის შექმნა
მოსმენილი დიალოგზე დაყრდნობით მოსწავლეები ქმნიან  ახალ დიალოგს  ორ ადამიანს შორის, რომლებიც არიან წვეულებაზე .ერთი მოსაუბრე სთავაზობს საკვებს და არ იცის რომ მეორე მოსაუბრე ვეგეტარიანელია.  ხდება შექმნილი დიალოგის გათამაშება .
¨      მოსწავლეები შეძლებენ  მოსმენილი ტექსტის გაანალიზებას  და შექმნიან ახალ პროდუქტს დიალოგს .
ვერბალური
წყვილები
ფლიფჩარტი მარკერები
10 წთ
7
Slide show-ს ჩვენება


მოსწავლეები იხსენებენ  არსებითი სახელის მრავლობითი რიცხვის წარმოებას და ქართული ენის გრამატიკაში უკვე შესწავლილ თვლად და არათვლად (ნივთიერებათა) სახელებს.

სლაიდ შოუს გამოყენებით ვაჩვენებ წინადადებებს.   მოსწავლეები ამოიცნობენ  და დამისახელებენ რომელ  წინადადებაშია გამოყენებული  თვლადი და
უთვლადი არსებითი სახელები. ამოცნობის შემდეგ ხდება შესწავლა , შესწავლის შემდეგ კი  ვაძლევ სიტყვების ბანკიდან სიტყვებს რომლებიც უნდა დააჯგუფონ  ორ ნაწილად თვლად და უთვლად არსებით სახელებად. ვადგენთ წინადადებებს რათა გავიგო როგორ გაიგეს გრამატიკული სტრუქტურა.



¨      მოსწავლეები შეძლებენ კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნო გრამატიკულ სტრუქტურ/წესები.

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
პროექტორი
კომპიუტერი
10 წთ

8
 გაკვეთილის შეჯამება /საშინაო დავალების მიცემა


მოსწავლეები აჯამებენ მიღებულ ინფორმაციას, აკეთებენ დასკვნებს.  შემდეგი გაკვეთილისთვის ლექსიკური და გრამატიკული  ცოდნის განმტკიცების მიზნით ვაძლევ დამატებით ტესტებს.

ვერბალური
ახსნა
განმავითარებელი და გამნსაზღვრელი შეფასება
მთელი კლასი
რუბრიკა
3 წთ
9

 თვითშეფასების  შევსება
თვითშფასების კითხვარის დარიგების შემდეგ
მოსწავლეები  ავსებენ კითხვარს  და  კითხვების დაყრდნობით საკუთარი თავის შეფასებას ახრციელებენ.

კითხვა -პასუხი
მთელი კლასი
მოსწავლის თვითშეფასების სქემა
2 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ესგ შედეგი და ინდიკატორი
უცხ.ს.I.3. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის (დიალოგის/მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს თემას (პერსონაჟებს/თანამოსაუბრეებ, მოვლენებს და სხვა);
·           ტექსტიდან ამოკრეს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);



დიალოგური მეტყველება
უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე (მაგ., ოჯახი, საცხოვრებელი ადგილი, არდადეგები, აქტივობები, ამინდი, საყვარელი ნივთი, ცხოველი და სხვა);
უცხ.ს.I.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·            კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·            იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
·            ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს

შეფასება.განმავითარებელი  და განმსაზღვრელი ,  მოსწავლის საკლასო  შეფასება, მოსწავლის თვითშეფასება.




მოსწავლის  თვითშეფასება

კლასი------
სახელი/გვარი-----------
თარიღი-------
  1. What was the lesson about?(რის შესახებ იყო გაკვეთილი)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  1. What did  you  learn from the lesson and which words did you remember  most (რა ისწავლეთ გაკვეთილზე და რომელი სიტყვა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  1. What activity did you like most of all and why?(რომელი აქტივობა მოგეწონათ?)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
  1. What was difficult for you and why? (რა გაგიჭირდათ)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------






მოსწავლის საკლასო შეფასება

კრიტერიუმი


მაღალი
9-10


საშუალო
7-8

დაბალი
5-6


აქტივობობებში აქტიური ჩართულობა
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული აქტივობებში და ხალისით მონაწილეობს მათში.  იგებს დავალებების ინსტრუქციას.
მოსწავლე აქტიურადაა ჩართული აქტივობებში, თუმცა საჭიროებს დახმარებას და დამატებით განმარტებებს. უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა.
მოსწავლეს ძალინ უჭირს აქტივობებში ჩართვა და დამოუკიდებლად მუშაობა. გამუდმებით ითხოვს დახმარებას.


სავარჯიშოებზე მუშაობა
მოსწავლე დამოუკიდებლად მუშაობს სავარჯიშოებზე და თავს კარგად ართმევს როგორც ლექსიკურ, ისე გრამატიკულ სავარჯიშოებს.
მოსწავლეს დამოუკიდებლად უჭირს სავარჯიშოებზე მუშაობა.
მოსწავლეს ძალიან უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა სავარჯიშოებზე და გამუდმებით ითხოვს დახმარებას.
თანამშრომლობა
ყოველთვის
თანამშრომლობს
თანატოლთან
წყვილებში მუშაობის დროს.

იშვიათად თანამშრომლობს თანატოლთან
წყვილებში  მუშაობის დროს.


არ თანამშრომლობს
ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლთან წყვილებში მუშაობის დროს.
დასმულ შეკითხვებზე ადეკატური პასუხების გაემა
ყოველთვის ადეკატურად  პასუხობს დასმულ შეკითხვებზე
ხშირად  ადეკატურად  პასუხობს დასმულ შეკითხვებზე
ცდილობს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს თუმა  პასუხები არადეკატურია.
დიალოგის შექმნა
თავისუფლად ადგენს დიალოგს.
ახერხებს მცირე ხარვეზებით
ზოგჯერ ახერხებს,მაგამ ხარვეზებით.













Комментариев нет:

Отправить комментарий